23 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან-შუქურა ჯაფარიძესთან და მოადგილეებთან ერთად მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან

23.10.2019წ.

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან-შუქურა ჯაფარიძესთან და მოადგილეებთან ერთად მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
შეხვედრის დასაწყისში მერმა თამთა ტეფნაძეს მიულოცა ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა.
ემზარ საბანაძემ მერის წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობაზე, ზამთრის სეზონისათვის მზადებასა და ყოფით პრობლემებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თითოეულ სოფელში სამომავლოდ დაგეგმილ პრიორიტეტულ საკითხებს,რომელთა შერჩევაშიც ,მერის თქმით, უმნიშვნელოვანესია თითეული მოქალაქის ჩართვა,იქნება ეს მოზამთრე თუ სეზონურად მოსახლე მოქალაქე.
ემზარ საბანაძის განცხადებით- ერთხელ და სამუდამოდ დამთავრება პრაქტიკა, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი თანხები იყოფოდა უამრავ ნაწილად და საბოლოო ჯამში, თანხის სიმცირის გამო, კვლავ გადაუჭრელი რჩებოდა ესათუის პრობლემა, მომავალში, გამოყოფილი თანხები აქტუალურობის და მასშტაბების მიხედვით მოხმარდება კონკრეტულ პრიორიტეტულ -პრობლემურ საკითხს რითაც თანხების ხარჯვა იქნება მრავალწლიან შედეგზე ორიენტირებული.
მერმა, გასცა დავალებები, ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, რომელიც სოფლებისათვის ზამთრის დადგომამდე სასიცოცხლოდ აუცილებელია და დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.
ემზარ საბანაძემ კვლავ გაამახვილა ყურადღება წარმომადგენლების საქმიანობის მნიშვნელობაზე, მერის განცხადებით წარმოამდგენლების უშუალო ჩართულობით უნდა წყდებოდეს ნებისმიერი პრობლემური საკითხი სოფლის მოსახლეობასთან,იქნება ეს ურთიერთკომუნიკაციასთან თუ სხვა აქტუალურ თემებთან დაკავშირებული. ამასთანავე მერის მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება თითოეულ წარმომადგენელს ნებისმიერი პრობლემის მოგვარების პროცესში და მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილებები,რომელიც ჩაჯდება კანონის ფარგლებში და არა კონკრეტული გვარის ან პიროვნების სასარგებლოდ.
შეხვედრას ესწრებოდა ონის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი -ტარიელ ლობჯანიძე,რომელმაც წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია მესაქონლეობაში,კერძოდ რძის პროდუქტების წარმოაებასთან დაკავშირებით დაგეგმილ ახალ რეგულაციებსა და სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილ წამახალისებელ პროექტებზე.
თათბირს ესწრებოდა შ.პ.ს ონის კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე, მერიის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ გრძელიშვილი.

Related posts

ახალი წლის დღეები იწყება

დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა