მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან-დიმიტრი საყვარელიძესათან,არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან-თეიმურაზ გრძელიშვილთან,ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები მოინახულა

23.10.2019წ.

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან-დიმიტრი საყვარელიძესათან,არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან-თეიმურაზ გრძელიშვილთან,ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები მოინახულა.
1. ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის (I ეტაპი) სამუშაოები.
შემსრულებელი შპს “იერი”.
ღირებულება 1440000ლარი.
დაფინანსების წყარო-რეგ ფონდი.
სამუშაოები მიმდინარეობს გეგმა გრაფიკის დაცვით.
2. ონის მუნიციპალიტეტი:
ლაჩთა-შეუბნის გზის ასფალტირების სამუშაოები.
შემსრულებელი-შ.პ.ს რაჭა 2005.
დაფინანსება-მთის ფონდი-355585.
სამუშაოები მიმდინარეობს შეუფერხებლად,გეგმა-გრაფიკის დაცვით.დაწყებულია ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები,ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს ახალი ტექნოლოგიით: ჰიდრავლიკური შემრევის გამოყენებით.
3. ქალაქი ონი-სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობა.
შემსრულებელი ი/მ „კ და გ“
ღირებულება-323370ლ .
დაფინანსების წყარო -რეგ.ფონდი.
მეწარმეს მიეცა მითითებები შესრულების ვადების დაცვასთან დაკავშირებით.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, ღარი-კვაჟა-გომის დამაკვაშირებელ გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგისა და არსებული სიტუაციის გაცნობის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა მაისურაძემ და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილმა სოფელ უწერაში მიმდინარე ადმინისტრაციული შენობის დეკორატიული შემოღობვის სამუშაოები დაათვალიერეს.

ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიებისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვდრა გაიმართა