2025 წელს ონის მუნიციპალიტეტში, შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის გზის უზუნთა-საჩხერე-შქმერი-ონის მონაკვეთზე გადასახედის მოწყობა იგეგმება

27.01.2025წ.

2025 წელს ონის მუნიციპალიტეტში, შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის გზის უზუნთა-საჩხერე-შქმერი-ონის მონაკვეთზე გადასახედის მოწყობა იგეგმება.
სოფელ შქმერში (ქვაგახეთქილასთან) გადასახედის მოწყობის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
პროექტები ფინანსდება, როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლის სატენდერო ღირებულება შეადგენს 500`000 ლარს. დასრულება ივლისის ბოლოს იგეგმება.
აღნიშნული პროექტით კიდევ ერთი ახალი ტურისტული ლოკაცია შეემატება მუნიციპალიტეტს.
ტურიზმის განვითარება და ტურისტული ადგილების მოწყობა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომლის მიზანს ონის და რაჭის პოპულარიზაცია, ადგილობრივებისა და ტურისტებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული გარემოს შექმნა წარმოადგენს.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს