2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრის წარმატებული სტუდენტებისთვის ონის   მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიის მინიჭების კონკურსი დაიწყო

28.07.2025წ.

სტუდენტთა საყურადღებოდ!

2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრის წარმატებული სტუდენტებისთვის ონის   მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიის მინიჭების კონკურსი დაიწყო.

კონკურსის მიზანია ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სწავლის სტიმულირება.

კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:

პირველი ეტაპი – დოკუმენტების მიღება;

მეორე ეტაპი –  დოკუმენტების განხილვა

დოკუმენტების მიღებას აწარმოებს ონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება (მისამართი: ქ. ონი დავით აღმაშენებლის ქუჩა N40) ან კონკურსანტი დოკუმენტაციას ელექტრონულად წარმოადგენს ონის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონულ ფოსტაზე:  onismeria@gmail.com

რეგისტრირებული დოკუმენტაცია განსახილველად გადაეცემა ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურს.

სამსახური შეისწავლის დოკუმენტაციას და შეჰყავს ინფორმაცია კონკურსანტთა რეესტრში.

არასრული დოკუმენტაციის/მონაცემების წარმოდგენის შემთხვევაში, სამსახური აცნობებს კონკურსანტს აღნიშნულის შესახებ, განცხადებაში მითითებული საკომუნიკაციო საშუალების მეშვეობით და აძლევს 5 სამუშაო დღეს, ხარვეზის გამოსასწორებლად.

თუ კონკურსანტი არ გამოასწორებს ხარვეზს, სამსახური არ განიხილავს კონკურსანტის განაცხადს.

2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებების მიხედვით სტიპენდიების მისაღებად განაცხადების მიღება იწარმოებს 2025 წლის 1 ოქტომბრამდე.

გთხოვთ, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მითითებულ ვადებში წარმოადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია!

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელს – მანანა ჩაგელიშვილი – ტელ: 555 359 229

 

Related posts

31 ივლისს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო

30 ივლისს, ქალაქი ონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებთან.