2015 წლის 15 იანვარს, ამოქმედდა საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“. ამ კოდექსის ამოცანაა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა

მუნიციპალიტეტი იწყებს ქაღალდის ნარჩენების სეპარირებას

2015 წლის 15 იანვარს, ამოქმედდა საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“. ამ კოდექსის ამოცანაა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა.
საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“, ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის და ონის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის თანახმად, მუნიციპალიტეტი იწყებს ქაღალდის ნარჩენების სეპარირებას (განცალკევებას).
ამ ქმედების განხორციელებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ადამიანის მიერ ბუნებაზე გამოწვეულ ზიანის შეზღუდვას და გარემოზე ზემოქმედებას, რასაც ათასობით ტონა ქაღალდის წარმოება იწვევს.
მეორეული ქაღალდი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას. მაკულატურის ჩაბარებით ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე და მასზე მიყენებულ ზიანს ვამცირებთ.
ცნობისთვის, ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს, რის შედეგადაც 26 კუბური მეტრი წყალი და 2, 3 კვ/მ მიწა დაიზოგება. სწორედ ამ მიზნით დაიწყო გეგმით გათვალისწინებული აქცია ჩვენს ქალაქში.
ინიციატივა „შეაგროვე მაკულატურა – გადაარჩინე ტყე” ემსახურება საზოგადოებაში მაკულატურის შეგროვებისა და ეკოლოგიური კულტურის ჩამოყალიბებას.
გარემოსდაცვითი კუთხით ცნობიერების ამაღლებას, ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების პროპაგანდას, საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანებას გარემოს დაცვისთვის.

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა