2 მაისს ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღები, გონა , ირი, ქვედი და ქვედრულა, ასევე ქალაქ ონში, სააკაძის ქუჩაზე და საერთო საცხოვრებლებში მცხოვრებ მოქალაქეებს მასობრივი თერმოსკრინინგი ჩაუტარდა

02.05.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში მასობრივი თერმოსკრინინგი გრძელდება.
დღეს, 2 მაისს ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღები, გონა , ირი, ქვედი და ქვედრულა, ასევე ქალაქ ონში, სააკაძის ქუჩაზე და საერთო საცხოვრებლებში მცხოვრებ მოქალაქეებს მასობრივი თერმოსკრინინგი ჩაუტარდა .
30 აპრილს, ონის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ექიმებს . მთავრობის მიერ მოწოდებული დისტანციური თერმომეტრები და ის აღჭურვილობა გადასცეს , რაც აუცილებელია მათი უსაფრთხოებისთვის.
3 მაისს მასობრივი თერმოსკრინინგი ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში წედისი, სხანარი, ჭიორა, გლოლა, ფარახეთი, ჭიბრევი,შარდომეთი ჩატარდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 17 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი გალაქტიონ ტაბიძის გარდაცალების დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.