15
17.10.2019წ.
17 ოქტომბერი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დღეა!
ვეტერანის დღის აღსანიშნავად ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად , 9 ომის ვეტერანზე გაიცა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით;
ონის მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალიტეტში და ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ვეტერანს ულოცავს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დღეს. დასაფასებელია მათი ღვაწლი და თავდადება ქვეყნის წინაშე. ვუსურვებთ მათ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.