17 იანვარს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა მოადგილეებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან

18.01.2024წ.

17 იანვარს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა მოადგილეებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე სერგი ხიდეშელმა განაცხადა, რომ ახალი 2024 წელი გასულ წლებთან შედარებით ბევრად საპასუხისმგებლო და დატვირთული იქნება, განსაკუთრებული ყურადღება კვლავ დაეთმობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს, ამ პროგრამით არჩეულ პროექტებს და შესაბამისად მათი შესრულების მიმდინარეობას, ამიტომ თითოეული წარმომადგენლისგან მაქსიმალური ძალისხმევა იქნება საჭირო, რათა მიმდინარე წელი წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული იყოს, მუნიციპალიტეტში პროექტებზე დახარჯული თანხა მაქსიმალურად მოხმარდება სოფლების პირველი რიგის საჭიროებებს, რომ შეძლებისდაგვარად მოგვარდეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ყოფითი პრობლემები.
წარმომადგენლებმა ისაუბრეს თემებში არსებული ვითარებისა და სოფლებში ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები და მერის წარმომადგენლებმა მიიღეს კონკრეტული მითითებები.
შეხვედრას ესწრებოდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ონის საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ტარიელ ლობჯანიძე, რომელმაც მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია წარმომადგენლებს.
ახალი სახელმწიფო პროგრამა მერძევეობის მიმართულებით დაინტერესებულ ფერმერებს საშუალებას აძლევს მიიღონ თანადაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შპს : ონის სერვის ჯგუფის ხელმძღვანელი – ნიკოლოზ მაისურაძე,შპს ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი – ალექსანდრე გამყრელიძე, ააიპ ონის მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრის ხელმძღვანელი ფრიდონ ორდინიძე.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის,პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ვასო მეტრეველი გარდაიცვალა

რაჭა-ლეჩუმ-ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს ესტუმრა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა