16 ოქტომბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის” საზედამხედველო ჯგუფთან

16.10.2019წ.

მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის” საზედამხედველო ჯგუფთან, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში ინფრსტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას უწევენ მონიტორინგს .
შეხვედრაზე განიხილეს სოფელ ღებში სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების საკითხი, ისაუბრეს ბარი-მრავალძლის და ლაჩთა – შეუბნის გზის ასფალტირების შესახებ , ასევე დოკუმენტაციის წარმოების დროს არსებული ხარვეზების აღმოფხვრის გზებზე.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო