15 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან

15.10.2019წ.

15 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე სამსახურის უფროსებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ, განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის #484 დადგენილების გაცნობას, ასევე ბოლო პერიოდში განხორციელებულ და დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებს.
მერის განცხადებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მიმდინარე პროექტების შესრულების ხარისხისა და ვადების უმკაცრეს კონტროლს,გარდა ამისა მოქალაქეთა განცხადებებზე დროულ და კვალიფიციურ რეაგირებას.
შეხვედრის ბოლოს ეკა მაისურაძემ სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებს 17 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ შ.პ.ს „ მოედანი 2009“ ხელმძღვანელი კახა ჩიკვილაძე და შპს „კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი“ ალექსანდრე გამყრელიძე.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა