16 თებერვლიდან ონის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება

15.02.2021წ.

16 თებერვლიდან ონის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება.

აღნიშნული პროგრამა  ადმინისტრაციულ ერთეულებში და  სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობას მოსახლეობა თითონ  განსაზღვრავს.

სოფლის მხარდაჭრის პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ისე ზოგადად, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.

2020 წელს, ონის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 63 სოფელში  730 614 ლარის ღირებულების ( საკუთარი თანხების თანადაფინანსებით)  68 პროექტი განხორციელდა. ადმინისტრაციულ ერთეულებში მოეწყო ხიდ–ბოგირები, სანიაღვრე არხები, სტადიონები, გარე განათება, სკვერები, წყაროები, სასოფლო გზები და სხვა.

პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები, 16   თებერვალს დაიწყება და 10   მარტამდე გაგრძელდება.

სახელმძღვანელო_სოფლის მხარდაჭერის პროგრამა_2019 (1)

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა