14 ნოემბერი მურმან ლებანიძის დაბადების დღეა

14.11.2023წ.

14 ნოემბერი მურმან ლებანიძის დაბადების დღეა!
დღეს ცნობილი ქართველი პოეტის, ჩვენი კუთხის ღირსეული წარმომადგენელის მთარგმნელის, ესეისტის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, მურმან ლებანიძის დაბადების დღეა.
მურმან ლებანიძის შემოქმედებითი ინტერესების სფერო მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პატრიოტიზმის, სიცოცხლის, სიკეთისა და სილამაზის, სიყვარულისა და მეგობრობის თემები.
პოეტი დაჯილდოებულია “საპატიო ნიშნის” და ღირსების ორდენებით. 1995 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ. 2002 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.
მურმან ლებანიძე 2002 წლის 17 აგვისტოს გარდაიცვალა. მწერალი და საზოგადო მოღვაწე დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა