პატარებს უმასპინძლა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ანა ერისთავმა თანამშრომლებთან ერთად.
მასპინძლებმა სამკითხველო დარბაზში განახლებული ქართული და უცხოური ლიტერატურა დაახვედრეს საუკეთესო სტუმრებს.
ანა ერისთავმა ბავშვებს გააცნო პატრიარქის წერილი. ისაუბრა პოეზიის დანიშნულებაზე. ბიბლიოთეკაში სტუმრობის მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ ბავშვმა ადრეული ასაკიდან შეიყვაროს წიგნი, ზღაპარი, ბიბლიოთეკა. პატარებმა წაიკითხეს საყვარელი ლექსები გაზაფხულზე, დედაზე, სამშობლოზე.
სამომავლოდ ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში იგეგმება ზღაპრის ოთახის მოწყობა, სადაც მსურველებს მიეცემათ საშუალება მოუსმენონ მეზღაპრეს მიერ მოთხრობილ ისტორიებს.ასევე ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ანა ერისთავი დაპირდა პატარებს, რომ პერიოდულად ეწვევათ საბავშვო ბაღში და გააცნობთ ახალ-ახალ თემატურ ლიტერატურას.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, საბავშვო ბაღის ბავშვების მშობლები და პედაგოგები.