14 ივნისს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება

by magda

14.06.2023წ.

14 ივნისს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით ონის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორგანიზებით, საბჭოს აქტიური წევრის – ია ალიბეგაშვილის პერსონალური გამოფენა მოეწყო.
გამოფენა „ედენას“ ტრადიციული რეწვის სახელოსნში ჩატარდა, სადაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ავტორის საინტერესო და მრავალფეროვან ნამუშევრებს.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ააიპ ორგანიზაციები, საბჭოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას და უნიჭიერეს ხელოვანს წარმატებები უსურვა შემოქმედებით საქმიანობაში.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content