14 აპრილს საქართველოში დედა ენის დღე აღინიშნება

by magda

14.04.2021წ.

14 აპრილს საქართველოში დედა ენის დღე აღინიშნება.
ონის მუნიციპალიტეტის მერია სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს ულოცავს დედა ენის დღეს.
ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა,. საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
ქართულ დამწერლობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ეს არის განძი, რომელსაც საფრთხე არასდროს უნდა შეექმნას, ეს არის ის რასაც ყველაზე მეტად სჭირდება დაცვა, გაფრთხილება და სიყვარული.უცხოელი ლინგვისტები ქართულ ენას მერვე საოცრებადაც თვლიან, მისი სწავლის სირთულის გამო.
“სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? …..სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას…. ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…”
წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე)

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content