10 თებერვალს მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

10.02.2022წ.

10 თებერვალს, მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სრული შემადგენლობა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები:
ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში
მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი”-ს დამტკიცების შესახებ.
ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვის განაშენიანების რეგულირების გეგმა – https://mrdi.gov.ge (სივრცითი მოწყობა, სივრცითი მოწყობის დოკუმენტი). ონის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა – https://mrdi.gov.ge (სივრცითი მოწყობა, სივრცითი მოწყობის დოკუმენტი).
სამუშაო შეხვედრას ონლაინ რეჟიმში ესწრებოდა ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, მოხალისეთა ჰაბის დამფუძნებელი, პროექტის ექსპერტი ნატალია ჭამიაშვილი, რომელმაც ისაუბრა ახალგაზრდების წახალისების პოლიტიკის შესახებ. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა მოსახლეობის პრაქტიკული გამოცდილების მაგალითები.
შეგახსენებთ, რომ მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის ონის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ონის მუნიციპალიტეტის მერის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით.
მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოსახლეობასთან შეთანხმებულად და გამჭვირვალედ განხილვას.
მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობა, მათი წინადადებების და რეკომენდაციების გათვალისწინება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ