1, 2 და 3 აპრილს, რაჭის და ონის მუნიციპალიტეტებში, რაჭის ეროვნილი პარკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი პროექტების შესახებ, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ თემებთან და დაინტერესებულ პირებთან

30.03.2024წ.

შეხვედრები გაიმართება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი მთავრობის ინიციატივით.
ადგილობრივ თემებთან ერთად განხილული იქნება ისეთი პრიორიტეტული საკითხები, როგორიცაა არსებული ეროვნული პარკის საზღვრების დაზუსტება და დემარკაცია, რაჭის დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და განვითარების პერსპექტივები, მიმდინარე საქმიანობები, ასევე დაგეგმილი პროექტები, რაც უკავშირდება დაცული ტერიტორიებიდან მიღებულ სარგებელსა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ყველა დაინტერესებულ პირს, გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ შეხვედრებში.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა