1 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს „ რაჭა 2005, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის” და შპს „ ინდივიდ პარტნიორი“ წარმომადგენლებთან

by magda

1.11.2019წ.

მიმდინარე წლის 1 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს „ რაჭა 2005, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის” და შპს „ ინდივიდ პარტნიორი“ წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის (პირველი ეტაპი) სამუშაოების, ქალქ ონში სანიაღვრე არხების მოწყობის და სოფელ ლაჩთა-შეუბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე და დასრულების ვადებზე.შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content