ხანძარი ონის მუნიციპალიტეტში

18.11.2019წ

ონის მუნიციპალიტეტის საკაოს ადმინისტრაციული ერთეულში, სოფელ ხიდეშლებთან ახლოს, ტყეში შეინიშნება ხანძრის კერები .
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გვაცნობებს, ადგილზე მუშაობს 80 მეხანძრე მაშველი და ადგილობრივი მოსახლეობა.
სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ხანძრის კერები შეინიშნება ასევე სოფელ ირთან, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით 3 კმ- ის დაშორებით, ონის მუნიციპალიტეტში, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, ხანძრის სავარაუდო გავრცელების აღსაკვეთად.

Related posts

სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ლობჟანიძესთან ერთად, სხვადასხვა სფეროში ღვაწლმოსილ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

ონის მუნიციპალიტეტის მერის დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

მოხალისეთა ორგანიზაციას – ა(ა)იპ „ახალგაზრდები და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა