ძლიერი ქარის შედეგად ონის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა

04.07.2021წ.

4 ივლისს ძლიერი ქარის შედეგად ონის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა.
5 ივლისს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი,ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე პირველ მოადგილესთან სერგი ხიდეშელთან ერთად სტიქიით დაზარალებულ სოფლებში იმყოფებოდნენ.
გიორგი მაქარაშვილი ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად სოფელ ხიდეშლების მოსახლეობასაც შეხვდა,მოისმინა მათგან პრობლემური და პრიორიტეტული საკითხები ასევე უშუალოდ დაათვალიერა დაზიანებული სახლები.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში, 2020  წლის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად განხორციელდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა