6
04.07.2021წ.
4 ივლისს ძლიერი ქარის შედეგად ონის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა.
5 ივლისს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი,ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე პირველ მოადგილესთან სერგი ხიდეშელთან ერთად სტიქიით დაზარალებულ სოფლებში იმყოფებოდნენ.
გიორგი მაქარაშვილი ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად სოფელ ხიდეშლების მოსახლეობასაც შეხვდა,მოისმინა მათგან პრობლემური და პრიორიტეტული საკითხები ასევე უშუალოდ დაათვალიერა დაზიანებული სახლები.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში, 2020 წლის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად განხორციელდება.