ძვირფასო მე-12 კლასელებო გილოცავთ სკოლის დამთავრებას

20.05.2025წ.

ძვირფასო მე-12 კლასელებო გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ეს დღე თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა, ახალი შესაძლებლობების დასაწყისი, სადაც განათლება, ინტელექტი და ნიჭი წარმატების საწინდარია.
იმედით, მიზანდასახულობით და თავდაჯერებულობით გადადგით ნაბიჯი ცხოვრების ახალ ეტაპზე. გჯეროდეთ საკუთარი თავის, არ შეგეშინდეთ შეცდომების, ისწავლეთ მათგან, იმოქმედეთ გონებით. იამაყეთ საკუთარი სკოლით, ოჯახით და სამშობლოთი.
იარეთ რწმენით და სიამაყით. ნებისმიერი გზა თქვენი შრომით და მონდომებით იწყება. ეცადეთ იყოთ ღირსეული მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის და მშობლიური მუნიციპალიტეტის. დარწმუნებული ვარ თითოეული თქვენგანი შეძლებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ჩვენი საზოგადოების განვითარებაში.
გისურვებთ, წარმატებებს რთულ, მაგრამ ძალიან საინტერესო ცხოვრების გზაზე, ყოველთვის იცოდეთ რა გინდათ, თავდაჯერებულად იბრძოლეთ
ბედნიერებისთვის და თქვენი ოცნებების ასრულებისთვის.
განავითარეთ საუკეთესო თვისებები საკუთარ თავში, გააკეთეთ სწორი არჩევანი და გაიარეთ გზა, რომელიც დაგეხმარებათ დაეუფლოთ საყვარელ და აუცილებელ პროფესიას, გადალახეთ ყველა წარუმატებლობა, დაბრკოლება და მიიღეთ ის სარგებელი, რომლისკენაც ახლა ისწრაფვით, რადგან ამაზეა დამოკიდებული ჩვენი რეგიონის და სრულიად ქვეყნის მომავალი.
სერგი ხიდეშელი
ონის მუნიციპალიტეტის მერი

Related posts

გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2026” გაიმართა

მიმდინარე წლის 3 ივლისს გაიმართა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ —გომის და ჯინჭვისის მოსახლეობას შეხვდნენ.