ჩვენო ძვირფასო პედაგოგებო გილოცავთ პროფესიულ დღეს

05.10.2024წ.

ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიის წარმომადგენლებო, ჩვენო ძვირფასო პედაგოგებო გილოცავთ პროფესიულ დღეს!
პედაგოგის პროფესია განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
უდიდესია თქვენი დამსახურება ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე, თქვენი როლი მომავალი თაობის აღზრდაში. პატარებს ცხოვრების გზის დასაწყისში, ფეხზე მყარად დგომას ასწავლით და ცოდნას აზიარებთ, ეს ცოდნა კი მომავალში გზას უკვალავს ახალგაზრდებს.
ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის საფუძველი განათლებული და გონიერი მომავალი თაობაა, რომლის ღირსეული აღზრდა მნიშვნელოვნად თქვენზეა დამოკიდებული.
მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს შრომისა და ძალისხმევისთვის, გაცემული ცოდნისა და შთაგონებისთვის, იმ დიდი ღვაწლისათვის, რომელზეც არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალია დამოკიდებული.
ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი

Related posts

#ონელობა2026

ონის მუნიციპალიტეტში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 10 ვაკანსია ცხადდება

ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ მე-9 მუხლის შესაბამისად, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ფინანსური დახმარება გაიცემა მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე