18
14.05.2024წ.
შოვში დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალის აღმართვასთან დაკავშირებით-კონკურსი გამოცხადდა!
საკონკურსო წინადადებების პირველი ეტაპის მიღება-რეგისტრაცია ხორციელდება შემდეგ მისამართზე – ქალაქი ონი, დ. აღმაშენებლის ქ. №40. ან ელექტრონულ მისამართზე –onismeria@gmail.com
კონკურსის მიზანია ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალის განთავსება.
საკონკურსო მასალების შეფასებასა და გამარჯვებულის გამოვლენას მოახდენს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც არიან დარგის სპეციალისტები და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები.
კომისიის გადაწყვეტილებით საპროექტო ტერიტორია განსაზღვრულია კურორტ შოვში ე.წ. „რკინის წყლის“ მიმდებარედ, სადაც სამომავლოდ იგეგმება ეკლესიის მშენებლობა. შესაბამისად, მემორიალი უნდა პასუხობდეს, როგორც გარემო პირობებს, ასევე კონცეპტუალურად თანხვედრაში უნდა იყოს ტაძართან და თემატურად პასუხობდეს საპროექტო იდეას.
კონკურსის ამოცანაა, საზოგადოებრივი და პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით, ღია შეჯიბრების პრინციპზე დაყრდნობით, მემორიალის საუკეთესო ესკიზური ნამუშევრისა და მის განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენა.
კონკურსით დაინტერესებულ პირებს მოგიწოდებთ აქტიურობისკენ, წარმოადგინეთ იდეები და ერთად შევარჩიოთ საუკეთესო წინადადება, რომლის საფუძველზეც დამზადდება მემორიალი, ეს იქნება მოკრძალებული პატივისცემა ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების მიმართ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: