შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული საავტომობილო გზაზე დაზიანებული დროებითი სარმის ხიდის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია

24.08.2024წ.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული საავტომობილო გზაზე დაზიანებული დროებითი სარმის ხიდის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია.
მთელი დღის მანძილზე ინტენსიურ რეჟიმში განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილდნენ შეუფერხებლად.
შეგახსენებთ, რომ პრობლემურ უბანზე მთელი დღის მანძილზე მობილიზებული იყო საჭირო მძიმე ტექნიკა და პერსონალი. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო