შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 114-ე და 116 -ე კმ-ზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი დამცავი ბადეები მოეწყობა

13.04.2024წ.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 114-ე და 116 -ე კმ-ზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი დამცავი ბადეები მოეწყობა.
ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთის დეტალური კვლევა და პირველადი სამუშაოები, კლდის გაწმენდა და ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობა ჩაანკერების პრინციპით.
პროცესში ჩართული არიან დარგის სპეციალისტები. საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟებულია საგზაო ნიშნები გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია.რეგულარულად მიმდინარეობს კლდის ძირში ჩამოცვენილი მასისგან გაწმენდა და დაკვირვება.
აღნიშნული პროექტი, რომელსაც საავტომობილო გზების საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, ონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ლოკაციაზე გაგრძელდება და მას მსოფლიო ბანკი აფინანსებს.
ონის მუნიციპალიტეტის მერია უსაფრთხო, მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ!

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა