შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე სამუშაოებისას, ჩამოიშალა მიწის მცირე მეტრიანი მასა

26.08.2023წ.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე სამუშაოებისას, ჩამოიშალა მიწის მცირე მეტრიანი მასა. შემთხვევის გამო, არავინ დაშავებულა, ვინაიდან მიმდინარე სამუშაოების გამო, უსაფრთხოების ზომები წინასწარ იყო მიღებული
აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული კედელი იყო დაბზარული, რის გამოც, გზის სავალი ნაწილი შემოსაზღვრული იყო პარაპეტებით და მოძრაობა მიმდინარეობდა მხოლოდ ერთ ზოლში
გზის მონაკვეთზე წარმოებდა კედლის გამაგრების სამუშაოები. დამცავი კედლის 140 მეტრი უკვე მოწყობილია და დარჩენილი 40 მეტრიანი სექციის სამუშაოები, რომლის 15 მეტრზეც ჩამოიშალა მიწის მასა, გრძელდება კედლის დარჩენილ სექციაზე
ჩამოშლილი მიწის მასა არ გასცდენია პარაპეტებით შემოსაზღვრულ ადგილს და საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიწის ჩამოშლა გამოიწვია ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ, არ შეესაბამება სინამდვილეს

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საფეხბურთო კლუბი “მამისონის” ორგანიზებით, 17- 18 ივლისს ქალაქ ონში, ბეერშევას სახელობის პარკში მდებარე ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა გიორგი კირვალიძის (ბოკვერა) სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გამართულ თბილისის ქალთა გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე სოფელ ღარში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მოსახლეობას შეხვდა