შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, რაჭა- ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მაქარაშვილთან, რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ჩიკვაიძესთან ერთად სოფელ გლოლასა და სოფელ ღარში იმყოფებოდა.

16.01.2021.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, რაჭა- ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მაქარაშვილთან, რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ჩიკვაიძესთან ერთად სოფელ გლოლასა და სოფელ ღარში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.
 აღნიშნული დახმარების აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ორგანიზებით, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით განხორციელდა. თეა ახვლედიანის ინიციატივით ასევე სოფელ ღარში შედგა მოსახლეობასთან შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გაეცნო მათ საჭიროებებს და გამოთქვა მზაობა სამომავლო დახმარებისათვის.
 აღნიშნული სოციალური დახმარების აქცია ჯამში 8 რეგიონში განხორციელდა.
კოვიდპანდემიის ფონზე სოციალური დახმარება გაეწიათ კონფლიქტით დაზარალებულ 116-ვე სოფელში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს.
 გიორგი მაქარაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს და UNICEF-ის ხელმძღვანელობას გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისათვის.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა