5
10.05.2021წ.
ქვეყანაში და ონის მუნიციპალიტეტში ბოლო დროს შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში რაჭა – ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი მაქარაშვილის, ხელმძღვანელობით, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებზე მომუშავე კოორდინაციის სამუშაო ჯგუფის მორიგი საგანგებო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, მერის მოადგილე ეკა მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი.
შეხვედრაზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის არსებული ვითარების შესახებ .
მედიკოსთაგანცხადებით, მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე არსებული სიტუაცია შედარებით რთულია, რადგან 1 მაისის შემდეგ გაიზარდა კოვიდ დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა.
გიორგი მაქარაშვილის განცხადებით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფების და ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდოს, სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება თითოეული რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვა და გათვალისწინება,
სამუშაო შეხვედრაზე დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები , ონის მუნიციპალიტეტში კორნავირუსუს გავრცელების პრევენციის მიზნით.
ფაქტის რეალური შეფასება, არსებული სიტუაციის გაცნობიერება, შესაბამისად ადეკვატური მიდგომა თითოეული მოქალაქის მხრიდან, გაცემული რეკომენდაციების დაცვა , პირველი წარმატებული და გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება ვირუსთან ბრძოლის საქმეში.