ქალაქ ონში უხვი ნალექის გამო საავტომობილო გზების წმენდა მიმდინარეობს

23.01.2025წ.

ქალაქ ონში უხვი ნალექის გამო საავტომობილო გზების წმენდა მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტში გაიწმინდა ქალაქ ონის როგორც ცენტრალური, ისე შიდა ქუჩები.
პრობლემურ უბნებზე დილიდან იმყოფებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან და მერის წარმომადგენელ – პაატა ხარაიშვილთან ერთად.
ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს, ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება პრობლემების მოსაგვარებლად.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა