ქალაქ ონში, კიდევ ერთი ახალი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

13.03.2025წ.

ქალაქ ონში, კიდევ ერთი ახალი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.
სახელაშვილის დასახლებაში, ახალ საზოგადოებრივ სივრცეში, მწვანე ზონები, განათების ახალი ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, სპორტული ზონა და საბავშო ატრაქციონები მოეწყობა.
ახალი შიდასაუბნო სკვერის პროექტი, მუნიციპალიტეტის მერმა სახელაშვილის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს პირადად გააცნო.
შეხვედრაზე მოქალაქეების მხრიდან გაჟღერდა არსებული საჭიროებები რომელიც რეაბილიტაციის პროცესში იქნება გათვალისწინებული.
პროექტი გულისხმობს, დასახლების სრულ რეაბილიტაციას, ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მოწყობას რომლის ზომა 28×14 იქნება, ასევე მოეწყობა ფანჩატურები, განათების სისტემები, საბავშო ზონები და შემოიღობება არსებული ტერიტორია.
პროექტის ღირებულება ჯამში 335 300 ლარს შეადგენს, რომლის დაფინანსება ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდება.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია აქ, ადგილზე იყოს ახალგაზრდებისთვის გართობისა და დასვენების ყველა შესაძლებლობა, რაც გულისხმობს ბავშვთა გასართობ სივრცეებს, სტადიონს და რაღა თქმა უნდა, სკვერს, რომელიც გათვლილი იქნება ნებისმიერი ასაკის ადამიანზე. სკვერში ასევე დაირგვება ხე-მცენარეები რომელიც მნიშვნელოვნად გაალამაზებს დასახლების იერსახეს.
უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე განხორციელდება.

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა