19
26.02.2023წ.
ქალაქ ონში თოვლის შედეგად დაზიანებული ტოტებისგან, ტერიტორიის დასუფთავება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, სპეციალური ტექნიკით იწმინდება გზის სავალი ნაწილი.
ასევე, დღეს თოვლის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგ სოფლებში: უწერა, ნიგვზნარა, ცხმორი, სხანარი, წედისი, ფარახეთი, ბორცო, ლაჩთა, შეუბანი, სევა, ჯოის უბანი, მრავალძალი, კვაშხიეთი სომიწო.
ამ დროისთვის ქალაქ ონს და მუნიციპალიტეტის 22 სოფელს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება, ხოლო დარჩენილ სოფლებში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.