ქალაქ ონში თერთმეტი ჩიხის და კაციტაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

11.11.2025წ.

ქალაქ ონში თერთმეტი ჩიხის და კაციტაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან და მოადგილეებთან ერთად, დაათვალიერა ქალაქში ჩიხების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლისგან მიიღო ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ.
პროექტი სრულად არის მორგებული მოსახლეობის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე, რაც მიზნად ისახავს მათთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
მიმდინარე სამუშაოების ჯამური ღირებულება 174 200 ლარს შეადგენს

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა