, ქალაქ ონის შოთა ბუგიანიშვილის სახელობის საავადმყოფოში უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდა

05.07.2024წ.

6 და 7 ივლისს, ქალაქ ონის შოთა ბუგიანიშვილის სახელობის საავადმყოფოში უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდა!
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და ააიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ქუთაისის ენდოკრინოლოგიური ცენტრის მედიკოსებმა ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამედიცინო დახმარება გაუწიეს შემდეგი მიმართულებით:
ენდოკრინოლოგი (ფარისებრი ჯირკვალი, დიაბეტი)
ნეფროლოგი (თირკმლები)
დერმატოლოგი (კანის სპეციალისტი)
ნევროპათოლოგი (მ.შ. ბავშვთა)
ექოსკოპისტი (ფარისებრი ჯირკვლის და მუცლის ღრუს ექოსკოპია)
ჩატარდა კვლევები:
TSH-ჰორმონის განსაზღვრა
გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა
D- ვიტამინისა და ელექტროლიტების განსაზღვრა (საჭიროებისამებრ)
ჯამში; 200-ზე მეტ პაციენტს გაეწია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ააიპ ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და ქუთაისის ენდოკრინოლოგიური ცენტრის მედიკოსებს გულისხმიერი და კეთილი საქმისთვის.

 

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს