ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრის საესტრადო ანსამბლი და ცეკვის ანსამბლი „ორბა“
26 ივნისს , ქალაქ ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, საქართველოს სახელმწიფო ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო “არტ – ფოლკ ფესტივალი 2019“-ის დასკვნითი კონცერტი. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრის საესტრადო ანსამბლი (ხელმძღვანელი თეონა ჯაფარიძე) და ცეკვის ანსამბლი „ორბა“ (ხელმძღვანელი გიორგი რეხვიაშვილი), რომლებიც საერთაშორისო ფესტივალში „არტ-ფოლკ ფესტ 2019“ მონაწილეობისა და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის დაჯილდოვდნენ ლაურიატის წოდებით.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს კულტურის ცენტრის ანსამბლის ხელმძღვანელებს და ბავშვებს ფესტივალზე ლაურიატის წოდების მინიჭებას და უსურვებს მრავალ წარმატებას შემოქმედებით საქმიანობაში.