ქალაქ ათენში მოქმედმა ქართული დიასპორის საზოგადოებრივმა ცენტრმა სოციალური ფონდის ,,დაეხმარე თანამემამულეს“ ფარგლებში მორიგი საქველმოქმედო აქცია ონის მუნიციპალიტეტში განახორციელა

08.04.2021წ.

ქალაქ ათენში მოქმედმა ქართული დიასპორის საზოგადოებრივმა ცენტრმა სოციალური ფონდის ,,დაეხმარე თანამემამულეს“ ფარგლებში მორიგი საქველმოქმედო აქცია ონის მუნიციპალიტეტში განახორციელა.
ცენტრმა, პარტნიორი ბერძნული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, ონის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს თბილი ტანსაცმელი და პირბადეები, ხოლო სოფელ გლოლის საბავშვო ბაღს სათამაშოები გამოუგზავნა
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილემ ეკა მაისურაძემ და რაჭა- ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელმა ქალაქ ონში საჩუქრები ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს გადასცეს.
საქველმოქმედო ტვირთის სწრაფი და უსაფრთხო ტრანსპორტირება საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან დანიშნულების ადგილამდე საქართველოს ფოსტამ უზრუნველყო. რისთვისაც საქართველოს ფოსტას ვუხდით დიდ მადლობას.
აღსანიშნავია, რომ ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი / ΚΟΙΝΩΝΙΚΟ ΚΕΝΤΡΟ ΤΗΣ ΓΕΩΡΓΙΑΝΗΣ ΔΙΑΣΠΟΡΑΣ, რომელიც გასულ წელს დაარსდა ქალაქ ათენში, აქტიურად ახორციელებს სოციალურ პროექტებს, როგორც საქართველოში მცხოვრები თანამოქალაქეების, ასევე საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტების თანადგომის მიზნით. ცენტრის საქმიანობა მოიცავს, ასევე, თანამემამულეთა დახმარებას სახელმწიფო და კერძო სექტორის დისტანციური სერვისებით სარგებლობაში, სამართლებრივ საკითხებზე დიასპორის წარმომადგენელთა ინფორმირებას, მათთვის შესაბამისი სახის კონსულტაციის გაწევას და სხვ.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრს , განსაკუთრებით კი ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელს @Nana Tevdoradze ნანა თევდორაძეს ყურადღებისთვის და შესანიშნავი საჩუქრისთვის.

Related posts

25 აპრილს, ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის მიერ, ონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ონკოლოგიური პაციენტების დასახმარებლად განხორციელდა კამპანია -“გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე

ა(ა)იპ უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლის ორგანიზებით და ამავე სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით, სააღდგომო თემატური გამოფენა გაიმართა

მიმდინარე წლის 25 აპრილს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.