უკვე მესამე დღეა, ონის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

by magda

09.02.2024წ.

უკვე მესამე დღეა, ონის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის, როგორც გუშინ, ასევე დღეს, განხორციელდა ცენტრალური და სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი სამუშაოები. პარალელურად, ენერგო კომპანიის ბრიგადების მიერ, ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.
უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას აქტიური კომუნიკაცია აქვთ. ამჯერად, გაწმენდითი სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მოადგილეებთან ერთად მიმდინარე სამუშაოები საკაოსა და გომის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილზე მოინახულა.
”6 თებერვალს მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ონის მუნიციპალიტეტებში. რა თქმა უნდა, გაწმენდითი სამუშაოები ოპერატიულად დაიწყო, თუმცა დიდთოვლობის გამო რამდენიმე ადგილზე ზვავი ჩამოწვა რამაც, გარე სამყაროს მოწყვიტა სამი ადმინისტრაციული ერთეული.
ასეთ ლოკაციებზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა და დღეის მდგომარეობით შიდასახელმწიფოებრივ მნიშვნელობის ქუთაისი ალპანა მამისონის130 /კმ საავტომობილო გზაზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის კმ30-კმ35 მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელია.
ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, რამდენიმე სოფელში კვლავ რჩება პრობლემა, თუმცა მის აღმოსაფხვრელად, ენერგო კომპანიის ბრიგადები ინტენსიურად აგრძელებენ მუშაობას,” – განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content