სტიქიის ზონაში მუშაობს 103 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომელიც მაშველების ზედამხედველობით შველა-ძიების სამუშაოებს ახორციელებს

12.08.2023წ.

ამ დროისათვის სტიქიის ზონაში მუშაობს 103 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომელიც მაშველების ზედამხედველობით შველა-ძიების სამუშაოებს ახორციელებს.
მოხერხდა მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლაც, არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და მუშაობა გრძელდება 10 ლოკაციაზე.
სტიქიის ზონაში გაჭრილი ახალი გზის საშუალებით სპეციალური ტექნიკის დახმარებით გუშინ და დღეს ჯამში 20 ერთეული ავტომანქანა გამოიყვანეს.
დღეს მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, ამ დროისთვის ნაპოვნია 22 ცხედარი – საძიებო სამუშაოები 11 პირთან დაკავშირებით გრძელდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა