სტიქია სოფელ ღებში
მიმდინარე წლის 14 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია მდინარე რიონისა და ჩვეშურის წყლის დონის მატება, რამაც დააზიანა სოფლის შიდა გზები, მოსახლეობის კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთები, ნაპირსამაგრი ჯებირები, სახიდე გადასასვლელი, რაიონულ ცენტრს მოწყვეტილია სოფლელი ღების ნაწილი, 50-60 კომლი, სტიქიის ზონაში მობილიზებულია- ონის პოლიციის რაიონული სამმართველოს, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, მერიის შესაბამისი სამსახურები. სტიქიის ზონაში იმყოფება სახელმწიფო რწმუნებული, რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნტორი არჩილ ჯაფარიძე, გუბეტნატორის მოადგილე ლევან ქვათაძე,ონის მუნიციპალიტეტის მერი-ემზარ საბანაძე,მერიის მოადგილეები მერაბ ორდინიძე და ლევან შერზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი, საკრებულოს დეპურატი სოფ ღებში სერგო ლობჯანიძე, მერის წარმომადგენელი სოფელ ღებში- ნოდარ გობეჯიშვილი.
ადგილზე ხდება შესაბამისი ტექნიკის მობილიზება, წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.