სტიქია ონის მუნიციპალიტეტში

29.07.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. წაღებულია ათამდე ხიდი და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

ასევე, ცენტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი წყალმა წაიღო, შესაბამისად გადაადგილება გართულებულია.  ზარალი საკმაოდ დიდია და რეგიონში რთული ვითარებაა.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჩიკაიძემ განცხადებით, ჯერჯერობით დათვლილი არ არის ზარალის ოდენობა, თუმცა, სტიქიის გამო ბევრ სოფელში ინფრასტრუქტურა იმედნად დაზიანდა, რომ მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მისივე თქმით, მალევე იგეგმება კიდევ რამდენიმე მოქალაქის უსაფრთხო ადგილში გადაყვანა, ვინაიდან  არსებობს ღვარცოფის საშიშროებაც. ადგილზე მუშაობს მაშველთა ბრიგადაც. სტიქიის შედეგად,არავინ დაშავებულა.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა