9
23 ივნისის ღამეს მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია სოფ.ბაჯიხევში მდინარეების ჩიროლურასა და ჩორდულას დონის მატება, რის შედეგადაც რაიონულ ცენტრს მოწყვეტილია სოფელი ბაჯიხევი და სოფელი ჩორდის სახნავ-სათესი სავარგულები. სოფ.ბაჯიხევში მწყობრიდან არის გამოსული ორი სახიდე გადასასვლელი და სოფლის შიდა გზები გაუვალია. ადგილზე მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და ზარალის დათვლა, წინასწარი ინფორმაციით ზარალის სავარაუდო ოდენობა მილიონ ლარს უტოლდება.