სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

by magda

06.04.2021წ.

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
6 აპრილს ონის მუნიციაპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ა(ა)იპ საჭიდაო სკოლის მწვრთნელებს და ახალგაზრდა წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ონის მუნიციპალიტეტში სპორტულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადეს სპორტში მიღწეული წარმატებებისთვის და სპორტის პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის
ონის მუნიციპალიტეტის მერის დავით ჩიკვაიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულ სპორტსმენებს სიმბოლური ფულადი პრიზები გადაეცემა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content