სოციალური პროგრამები ონის მუნიციპალიტეტში

21.01.2022წ.

მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ონის მუნიციპალიტეტში შემდეგი სახის პროგრამები ხორციელდება:
• ავადმყოფთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
• ჰემოდიალიზის კომპონენტის მოსარგებლეთა ყოველთვიური დახმარება.
• ონკოლოგიური დაავადების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
• არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დახმარება.
• ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
• მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
• მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დახმარება
• ხანძრისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება
• ომის ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარება
• 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
• უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის დაფინანსება.
• . უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი ბინის ქირით ყოველთვიური უზრუნველყოფა.
• ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარება.
• არასაპენსიო ასაკის შშმ პირების მათ შორის ბავშვების, ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანთა, მათთან გათანაბრებულ პირთა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების დახმარება.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მერიის სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურს
საკონტაქტო პირი მარინე რაზმაძე – T 591-01-04-18
ონის მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობას გისურვებთ!

Related posts

გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2026” გაიმართა

მიმდინარე წლის 3 ივლისს გაიმართა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ —გომის და ჯინჭვისის მოსახლეობას შეხვდნენ.