“სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

30.01.2024წ.

2024 წელს, “სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – გიორგი მარკოიშვილთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად, გომის და ღარის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილა.
ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
სოფ. გომი – არსებული სტადიონის დასრულება;
სოფ. ჯინჭვისი – სასაფლაოს შემოღობვა, სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია;
სოფ. ღარი – სანიაღვრე არხების მოწყობა;
სოფ. წმენდაური- სასაფლაოს შემოღობვა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში წელს, ონის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 648 000 ლარს. ყველა დასახელებულ პროექტს კი ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში

Related posts

ტურისტული სეზონი ოფიციალურად ონის მუნიციპალიტეტში 23 ივნისს გაიხსნება

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარახეთში, სოფლამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ონში სახელაშვილის დასახლების მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო