7
14.02.2024წ.
“სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანთან ერთად, შქმერის და ბარის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
სოფ. ქვემო ბარი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია. გარე განათების მოწყობა;
სოფ. ზემო ბარი – გარე განათების მოწყობა, საუბნო გზის რეაბილიტაცია;
სოფ. სამთისი – გზის რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობ;
სოფ. ხარითვალი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სოფ. შქმერი – საუბნო გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სოფ. უშოლთა – წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.