36
13.10.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
სოფელ გლოლაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასასვენებელი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულ სამუშაოებს ი/მ ფ. ორდინიძე ახორციელებს.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გივი ბენდიანიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გლოლაში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
სოფელი გლოლა.
ღირებულება : 11640 ლარი.
დაფინანსების წყარო: სოფლის მხარდაჭრის პროგრამა. 100% სახელმწიფო ბიუჯეტი
შემსრულებელი : ი/მ ფ. ორდინიძე.