სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები სორისა და კვაშხიეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

14.011.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა სორისა და კვაშხიეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად.
სორის ადმინისტრაციული ერთეულიდან პრიორიტეტულ პროექტებად აირჩიეს:სორი-გარე განათების მოწყობის სამუშაოები,გადამში-სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია,ჭვებარი-სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
კვაშხიეთის ადმინისტრაციული ერთეულიდან: კვაშხიეთი-სოფლის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები,ხეითი-სოფლის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები,ბოყვა-წყლის სისტემის რეაბილიტაცია,ზვარეთი-წყლის სისტემის რეაბილიტაცია,ჯოისუბანი-სოფლის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში კვლავ გრძელდება.

Related posts

სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ლობჟანიძესთან ერთად, სხვადასხვა სფეროში ღვაწლმოსილ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

ონის მუნიციპალიტეტის მერის დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

მოხალისეთა ორგანიზაციას – ა(ა)იპ „ახალგაზრდები და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა