8
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მხარის გუბერნატორ პაპუნა მარგველიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის გამგებელ გიორგი ლობჯანიძესთან ერთად ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის “ბლაუენშტაინ საქართველოს“ საწარმო დაათვალიერა.
კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის სხვადასხვა სოფლებში – შარდომეთში, შქმერში, ჭიორასა და გლოლაში ფლობს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმებს, რომლებიც სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ.