სოფელ წედისამდე მისასვლელი გზის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

07.05.2025წ.

დაიწყო სოფელ წედისამდე მისასვლელი გზის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობით.
აქტიურ ფაზაშია სოფელ წედისში ცენტრალური გზიდან სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნური ნაგებობების; ლითონის გადამღვრელების კიუვეტებისა და ლითონის ზღუდარების მოწყობა.
პროექტი გარდამავალია და პირველი ეტაპი, ორ კილომერტიან გზის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობით, რომლის სისქე 9სმ – ია.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო მისი ღირებულება 719 900 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს ამბროლაურის „ავტოგზა’’ ასრულებს.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო