სოფელ ღარში, მდინარე ღარულაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული სამი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა

by magda

12.05.2023წ.

დასრულდა სოფელ ღარში, მდინარე ღარულაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული სამი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა.
გასულ წელს, სოფელ ღარში, სტიქიამ ორი საფეხმავლო და ერთი საავტომობილო სახიდე გადასასვლელი დააზიანა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავდა ბურჯებისა და ლითონკონსტრუქციების მოწყობას.
აღნიშნული სამუშაოებისთვის დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 350 000 ლარი შეადგინა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content